გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 17 დეკემბერს 11:15-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტსბე მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ზემო სარალი და მიმდებარე სოფელბში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მარტყოფი, დიდი ლილო, სააკაძე და მიმდებარე სოფელბში.
კომპანიის ცნობით, ქვესარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









