2 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, 2 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, აზიზბეკოვი, ნაზარლო, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;

12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, შიპიაკი, კარაკომი და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, სარაჯიშვილის, ქაშაკაშვილის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.