რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს 2022 წლიდან ანაზღაურება 300 ლარით გაეზრდებათ, 200 ლარით მომატებულ ხელფასს აიღებენ კონტროლიორებიც, ხელფასი ეზრდებათ ავტოტრანსპორტის სხვა თანამშრომლებსაც.
ხელფასის ზრდის შესახებ გადაწყვეტილება მძღლებს ნინო ლაცაბიძემ პირადად გააცნო. ქალაქის მერი მათ გამთენიისას, ხაზზე გასვლამდე შეხვდა.
მომავალი წლიდან ყველა ავტობუსში უფასო Wi Fi ჩაირთვება. ამ დროისთვის რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლად 100, ხოლო კონტროლიორად 49 ადამიანი მუშაობს. სამედიცინო შემოწმება რეგულარულად უტარდება ხაზზე მომუშავე თითოეულ მძღოლს.
ინფორმაციისთვის, ტრანსპორტის საფასურის შეღავათით ქალაქში 60 ათასამდე რუსთაველი სარგებლობს.









