23 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, მშენებელთა, ზედგენიძის, ბელიაშვილის, მაზნიაშვილის ქუჩებზე, ახალ სამგორში.

11:00-დან 18:00 საათამდე – მომხმარებლებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, ქვ. ბოლნისი, მამხუტი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, სავანეთი, ფოლადაური, სამწვერისი, კუდრო, პატარა დარბაზი, ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა. 11:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი, ქვეში, მუშევანიქ. ბოლნისში სიონის, მაშავერას, სანაპიროს, სულხან საბას და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 16:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დასახლება, აგარაკი, ალექსეევკა, მარეთი, ქესალო, სარალი, ნახალოვკა, იმირი და მიმდებარე ტერიტორიებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე – მომხმარებლებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ჯორჯიაშვილი, ბოგვი, ასურეთი, ღოუბანი. 14:00-დან 14:30 საათამდე და 16:30-დან 17:00 საათამდე – სოფლებში ენაგეთი, შავსაყდარი, წინწყარო, კოდა, ბორბალო, არდისუბანი.

16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.