გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში;
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთში;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, კიკვიძის, მაჩაბელის, თავგორაშვილის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.