25, 26 და 27 დეკემბრის ელექტროენერგიის შეზღუდვა ქვემო ქართლში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  25 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდასა და გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში;

09:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, კოსტავას, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, ქოლაგირი, მუღანლო, ახალი დიოკნისი, ალავარი და მიმდებარე სოფლებში;

26 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდასა და გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ყაზბეგის, ლესელიძის, ნიკოლაძის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

27 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, სულხან-საბას, მუსხელიშვილის, მერაბ კოსტავას, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.