გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 28 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბარეთი, ბაშკოვი, ჩივთქილისა, საბეჭისი, თამალია ხარაბა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი და მიმდებარე სოფელბში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, ახლომახმუდლო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.