3 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს  ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, 3 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, სართიჭალა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრონის, ლებანიძის, ლომოურის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, წყალმშენის დაჩები, ტრიკოტაჟის დაჩები, გეოლოგების დაჩები, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში საღრაშენი, ჩხიკვთა, ბოგვი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, მთის ძირი, წალასყური, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.