გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 30 დეკემბერს 15:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, ახუნდოვის, ბერიტაშვილის, გიორგაძის, ბოჩალინის, თაყაიშვილის, იალღუჯის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.