4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა

დღეს, 4 დეკემბერს, მზის სრული დაბნელება იქნება – პროცესი ყველაზე ნათლად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება. ჩვენ კი, ვინც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვცხოვრობთ, ამ მოვლენის დაკვირვებას მხოლოდ ონლაინ – NASA-ს ოფიციალურ იუთუბ არხზე შევძლებთ.

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. ამავდროულად, მთვარე საკმარისად ახლოს იმყოფება ჩვენს პლანეტასთან, რათა მზის დისკო სრულად გადაფაროს. 

ეს მოვლენა ყველაზე კარგად ანტარქტიდიდან გამოჩნდება, თუმცა დაბნელების გარკვეული ფაზების დანახვა შესაძლებელი იქნება ისეთი რეგიონებიდანაც, როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა. შედარებით მცირე ხანს გასტანს. 

დღეს, სრული დაბნელება 1 წუთსა და 54 წამს გაგრძელდება. ხოლო მზის ნაწილობრივი დაბნელების ფაზებს სამხრეთ ნახევარსფეროდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დააკვირდებიან.

2021 წლის დაბნელების დასრულების შემდეგ მომდევნო მზის სრულ დაბნელებას 2023 წლის 20 აპრილს შევძლებთ.