„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 6 დეკემბერს 11:00-დან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თბილისის, მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველას, მელიქიშვილის, გონაშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, მაშავერა, ბოსლების, ტნუსი, უკანგორა, ჯავახი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.