“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით,8 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ზემო კარაბულახი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, ორმაშენი, კიზილაჯლო, უსეინქენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, მარტყოფი, სააკაძე, კუმისი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში მამიშლო, ლოქჭანდარი, ამამლო, ოროზმანი, ვაკე და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ორმაშენი, საჯა, ბახჩალარი, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, 1 მაისის, ნიკოლაძის, დუმბაძის, რუსთაველის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე დიდ ლილოში;
13:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, თოდრიას, ლომოურის, 7-ე მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, 1 მაისის, მშენებელთა, სპორტის, ფიროსმანის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.