“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს
12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, ბათუმის, ასლანიკაშვილის, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, კრწანისი, მთის ძირი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, ოქტომბრის, პიონერის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, ჩოლოყაშვილის, სიონის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, ჭაპალა, სამტრედო, ზვარეთი და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









