რუსთავის ახალგაზრდობის პარკმა წინასაახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლა.
ახლადრეაბილიტირებულ პარკში მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ნომრები რუსთავის მესამე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.
საღამოს 18:00 საათიდან, ღონისძიებები საზოგადოება “რუსთაველების” ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, Reggaeon-ის და Goofy Land-ის კონცერტით გაგრძელდა.