გარდაბნის მერის მოადგილედ ვახტანგ გაგუა დაინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, ვახტანგ გაგუა დაინიშნა. მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მოადგილე მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადსხვა პოზიციებზე მუშაობდა.

განათლება:

2008-2012 წწ. – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი – ჰიდრომელიორატორი, აგროსაინჟინრო

სამსახურეობრივი საქმიანობა:

16.12.2021 – დღემდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

11.03.2020 – 14.12.2021 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი

09.2014 – 03.2020 წწ. – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი

03.2014 – 08.2014 წწ. – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რამაზ ბუდაღაშვილია, დანარჩენი ორი მოადგილის პოსტს დუნიამალ გაჯიევი და ვახტანგ გაგუა იკავებენ.