გარდაბნის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო.
TV4-ის ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილში ესროლეს და დაჭრეს.
დაშავებული ამ დროისათვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოში TV4-ს განუცხადეს, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ადგილობრივების თქმით შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.









