კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვემო ქართლში კოვიდვირუსი 226 პირს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 266 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 172 პირი.