“კოკა- კოლას” ქარავანი, რომელსაც წინასაახალწლო დღეებში რუსთაველები მოუთმენლად ელოდებიან ქალაქში დღეს ჩამოვა.
როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საახალწლო ქარავანი რუსთავში გზატკეცილის გავლით შემოვა, გაივლის შარტავას, მეგობრობის, კოსტავას, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს და დედაქალაქში ისევ გზატკეცილის გავლით დაბრუნდება.
ქარავანი თბილისიდან საღამოს 21:00 საათზე გამოვა და დედაქლააქის კონკრეტული ქუჩების შემდეგ, რუსთავისკენ გამოემართება.