კორონავირუსი: საქართველო 4 459 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი 257

საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსი 257 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 850 102 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 792 158 გამოჯანმრთელდა, 12 119 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 183 335 აცრა, დღიურად აცრილია 11 999.