“პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” – მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, საბაზისო საფეხურის მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მსმენელები პროფესიული განათლების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები სხვა სკოლებშიც.

ორგანიზატორების ცნობით, შემდეგ ეტაპზე, პროფესიულ სასწავლებელ „მოდუსში“ საინფორმაციო ექსკურსია მოეწყობა.

ადგილზე მშობლებისთვის კულინარიული კურსის 15 ვაუჩერი გათამაშდება. პროექტი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოცხადებული “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია.