რუსთავში საახალწლო სამზადისი სულ მალე დასრულდება. ქალაქის მასშატბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მოწყობა.
სავარაუდოდ, 25 დეკემბერს აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.
საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის პარკში გაეცნო.
განათებები მოეწყობა და საახალწლოდ გაფორმდება ასევე თეატრის უკან მდებარე პარკი და ლეონიძის სკვერი.
დაგეგმილია სხვადსხვა ღონისძიებები და საახალწლო პროგრამა. მუნიციპალიტეტის მერიმ მიმდინარე წელს საახალწლო დეკორაციებისა და კონცერტებისთვის 183 000 ლარი გამოყო.