რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2022 წლის ბიუჯეტი 41 ათასი ლარით გაიზარდა – ამის შესახებ tv4-ს მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ზრდა ხელფასების მატებას მოხმარდება.
ნაზი ბაჭიკაშვილის ცნობით, იანვრიდან მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 100 ლარით მოემატებათ.
დაწესებულებაში სულ 28 ადამიანია დასაქმებული.