რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება[ვიდეო]

რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება. მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი რეკრეაციული სივრცე 13 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. რეკრეაციულ სივრცეში საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო გასართობი კუთხეები და სპორტული სივრცეები მოეწყობა.

ტერიტორიაზე 350 -მდე ხე-მცენარე დაირგვება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფლორას გააუმჯობესებს. პროექტების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილოზე გაეცნო.

მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია მე-8 მიკრორაიონშიც, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას მოსახლეობა წლების განმავლოიბაში ითხოვდა.

ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 2 348 878 ლარია.