რუსთავში მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება. ამავე დღეს ჩაირთვება საახალწლო განათებებიცენტრალურ ქუჩებსა და პარკებში.

როგორც რუსთავის მერიის ინფორმაციაშაი აღნიშნული, ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის მოწყობა მიმდინარეობს. გრძელდება ასევე, ქალაქის საახალწლოდ გაფორმების სამუშაოები და ილუმინაციები ეწყობა ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში 30-31 დეკემბერს და 1- 2 იანვარს გაიმართება. ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდება თეატრის უკან მდებარე ახალ სკვერში და გიორგი ლეონიძის სახელობის რეკრეაციულ სივრცეშიც.

საახალწლო საჩუქარი მოუმზადა ქალაქს საზოგადოება „რუსთაველებმა“. 26 და 30 დეკემბერს, საზოგადოება ,,რუსთაველების“ ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუსიკალური ლაივ ბენდების Reggaeon-ის, Goofy Land-ის, „გაგა ფრანის“, „გელა გნოლიძის და ბენდის“ მონაწილეობით, საახალწლო საღამოები გაიმართება.