რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს

რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის კოსტავას, კონსტიტუციის, მეტალურგთა და ბათუმის ქუჩებზე აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს, ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, კომპანიის შესაბამისი სამსახური მუშაობს დაზიანების ადგილზე და უახლოეს დროში მოხდება აბონენტების ალტერნატიულ ხაზზე გადართვა.