რუსთავში, საბავშვო ბაღების 6200 აღსაზრდელი ქალაქის მერიის საახალწლო საჩუქარს მიიღებს.
ბაღების აღსაზრდელების სადღესასწაულო ნობათით დასაჩუქრების ტრადიცია, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღადგინეს.
რუსთავის მერმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, საჩუქრები პირადად გადასცა რუსთავის 34-ე ბაღის აღსაზრდელებს.
რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში, სადღესასწაულო საჩუქარი საშობაო არდადეგების დაწყებამდე დარიგდება.
კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რუსთავის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი თავისუფალი დასწრების რეჟიმში მიმდინარეობს.
საჩუქარი გადაეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესს არ ესწრებიან.
საშობაო არდადეგები რუსთავის საბავშვო ბაღებში 25 დეკემბრიდან 17 იანვრამდე გაგრძელდება.