საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა” “ოლიმპი “ დაამარცხა

საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” კლუბ “ოლიმპს” დაუპირისპირდა. მატჩი “რუსთავის” სასარგებლოდ ანგარიშით 89:81 დასრულდა. თამაში  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. შემდეგ მატჩს კლუბი “რუსთავი” 24 დეკემბერს “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. ამასთან,  დღეიდან სუპერლიგისა და “ა” ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებზე “მწვანე” სტატუსის მქონე გულშემატკივრებისთვის დასწრება ნებადართული იქნება.