საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” პლეიოფის განმეორებითი მატჩი “კოლხეთი 1913”-ის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფოთში, ფაზისის სტადიონზე შედგა.

მატჩი დამატებითი დროის ჩათვლით, ფრედ – ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ შედეგით საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” ეროვნულ ლიგა2-ში ადგილი შეინარჩუნა.

2021 წლის ეროვნული ლიგა2-ის სეზონი დასრულდა.