რუსთავის “აზოტის” საწარმოში შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პროფკავშირის კომიტეტის წევრები საწარმოს კოლექტიურ მოლაპარაკებებს სთავაზობენ.
კომიტეტის წევრებმა მედიაციის პროცესში დარგობრივი პროფკავშირების პრეზიდენტისა და იურისტის ჩართვა მოითხოვეს და საწარმოს წერილი გაუგზავნეს.
მათივე ცნობით, საპასუხოდ, “აზოტის” ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრა მოითხოვა.
“აზოტის” პროფკავშირის კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ აზოტის მხრიდან სოციალურ დიალოგზე უარის თქმა კანონდარღვევაა და ადმინისტრაციას, მედიაციის პროცესში ჩართვის მოთხოვნით, კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს.









