ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1419 შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება რეგიონს, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ქვემო ქართლში დადასტურებული შემთხვევების 40% “ომიკრონის” შტამს უკავშირდება.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.









