ახალი შტამი ქვემო ქართლში – დადასტურდა თუ არა “ომიკრონი” რუსთავში

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 5 შემთხვევაა აღირცხული.

ახალი შტამის შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ საერთო ჯამში “ომიკრონის” ცირკულაცია ქვემო ქართლში აქტიური არ არის, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში ახალი შტამი “დელტა შტამს” სრულად ჩაანაცვლებს.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწიდებენ.