ბავშვთა ინფექციურში კორონავირუსზე 7 პაციენტი მკურნალობს

რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა.  როგორცTV4-ს ქალაქის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს,  მოიმატა მიმართვიანობამ როგორც  ტესტირებაზე, ასევე დადასტურებულმა შემთხვევებმა.

ექიმის, მაია ავალიშვილის ინფორმაციით,  ამ დროისთვის კლინიკაში  7 კოვიდპაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა. კლინიკაში არიან პაციენტები სხვა ინფექციური დაავადებებითაც.