დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება [ვიდეო]

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ადგილზე შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე-ფასადი და სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. პროექტის ფარგლებში  მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანიც.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი  ბიუჯეტიდან 580 550 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 40 აღსაზრდელი ირიცხება.

როგორც მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლამდელი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ, სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.