ეკოლოგია და ჰაერის დაბინძურება რუსთავში – გარემოსდაცვით თემებზე შეხვედრა ორგანიზაცია EPI Corner-ის, მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდობა ევროპისთვის პარტნიორობით გაიმართა.
შეხვედრას როგორც რუსთაველი, ასევე თბილისიდან მოწვეული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში ქარხნების მიერ გარემოს დაბინძურებასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
გაიმართა სამოქალაქო აქტივისტის დათა ცინცაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც. საინფორმაციო შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” წარმომადგებლებიც ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად რუსთავის საწარმოო ზონაში გადაინაცვლეს და ინფორმაციული ტური გამართეს.









