საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, ქვემო ქართლში 386 ადამიანი დაინფიცირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი.