საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 116 დადასტურდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 711 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,31%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 9,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 999 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 931 507 გამოჯანმრთელდა, 14 481 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 612 313 აცრა, დღიურად აცრილია 2 290.