პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი

მასწავლებლები მიმდინარე წლიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. განათლების მინისტრის ბრძანებაში „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ცვლილება გასული წლის 30 დეკემბერს შევიდა.

ცვლილებების თანახმად, უფროსი მასწავლებლებისთვის ხელფასი 570 ლარის ნაცვლად, 670 ლარით განისაზღვრება. ასი ლარით, 1050 ლარამდე გაეზრდებათ ხელფასი წამყვან მასწავლებლებს, ხოლო 1250 ლარის ნაცვლად, 1350 ლარს აიღებენ მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები.  100-100 ლარით გაიზარდა ასევე უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლების დანამატები.