1-ლი იანვრის ღამეს, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, 7 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავდა 3 მცირეწლოვანი ბავშვიც
პაციენტები კლინიკა რუსთავში მოათავსეს და იქ გადიან მკურნალობას. როგორც ტვ4-ს კლინიკაში განუცხადეს 4 პაციენტი ადგილზე მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს. დაფიქსირდა კიდურების დაზიანებები, ერთ-ერთმა პაციენტმა სამედიცინო დახმარების მიუხედავად თითები დაკარგა
არასრულწლოვანებს კლინიკაში სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია









