როგორია დასწრება რუსთავის ბაღებში

რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ორი ბაღი დაიხურა. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, დაიხურა გაერთანების მე-10 და 37-ე ფილიალები.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ასევე პედაგოგებში და ფილიალების სხვა თანამშრომლებშიც. ქალაქში დახურულია სხვადსხვა ფილიალის 36 ცალკეული ჯგუფი.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განმარტებით, ბაღებში აღსაზრდელების საშუალო დასწრებაა.  დღეს ბაღში 1 351 ბავშვი გამოცხადდა. ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.

ცნობისთვის სასწავლო პროცესი რუსთავის საბავშვო ბაღებში 17 იანვარს აღდგა. ქალაქში სულ 22 ფილიალია.