რუსთავის მერი ახალი ინიციატივების და პროგრამების შესახებ ახალგაზრდებს შეხვდა[ვიდეო]

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ახალი ინიციატივების და პროგრამების შესახებ რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მიწვეულ სტუდენტებს, ქალაქის მერმა, მუნიციპალიტეტის მხრიდან, მათი სწავლის დაფინანსების ახალ მოდელი გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლიდან რუსთავის მერია, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე რუსთაველ სტუდენტებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატის გარდა, მაგისტრატურის საფეხურსაც დაუფინანსებს.  ქალაქის მერიის ამ პროგრამით მოსარგებლე რუსთაველ ახალგაზრდებს ნინო ლაცაბიძე, მერიაში სტაჟირებასაც სთავაზობს.

რუსთავის მერმა, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახალგაზრდობის განათლების ხელშეწყობისთვის გამიზნულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გასაჩენად გეგმავს. ნინო ლაცაბიძემ, არაფორმალური განათლების აუცილებლობაზე და მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ კუთხით დაგეგმილ ახალ პროექტებზე- მედიათეკის მშენებლობაზე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.

ქალაქის მერმა რუსთაველ ახალგაზრდებს ყველა იმ ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი განხორციელებაც, რუსთავის მუნიციპალიტეტს, 2022 წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

2022 წელს რუსთავი, 30 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდა, რამაც მოსახლეობისთვის ახალი მუნიციპალური სერვისების შეთავაზების საშუალება მისცა ქალაქის მერიას.