რუსთავში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა იმართება[ვიდეო]

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით დღეს და ხვალ რუსთავში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა იმართება.

ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის, ათ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები  გამოვლინდებიან.

შეჯიბრი მიზნად ისახავს ქვეყანაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაციას და ქვეყნის ნაკრები გუნდის შევსება-დაკომპლექტებას.