საქართველოში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 727 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 006 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, „პისიარ“ ტესტით – 18 174.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9.41%, ბოლო 14 დღის – 6.61%, ბოლო შვიდი დღის – 8.17%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 953 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 910 540 გამოჯანმრთელდა, 14 128 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 545 490 აცრა, დღიურად აცრილია 7 699.

კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 365 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 053 პირი.