საქართველოში მოსახლეობის 42 % სრულად ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 23 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 656 703 აცრა, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 318 639 – მოზრდილი მოსახლეობის 45.9%; სრულად ვაქცინირებულია 1 207 073 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.0%.

ბუსტერ დოზით აცრილია 128 860 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 761 (2.12%) სრულად აცრილია -2 611 (1.47%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 339 (15.22%) სრულად აცრილია- 10 750 (13,26%).

22 იანვარს ჩატარდა 4 685 აცრა.

რაც შეეხება ქვემო ქართლს, ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში 1 დოზით აცრილია 570 00 00-მდე ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 77 000-მდე პირი ( >18წ მოსახლეობის 24% , სამიზნე 60%-ის— 40% ). ბუსტერ დოზა რეგიონში გაკეთებული აქვს 4 000-მდე ადამიანს. რუსთავში სრულად ვაქცინირებულია 34 000-ზემეტი პირი, რაც სამიზნე აუდიტორიის 60,3%-ია.