სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება. ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ოთხშაბათი, მოქალაქეთა მიღების დღედ ოფიციალურად გამოცხადდა – გიორგი დოხტურიშვილი მოსახლეობას, დღის განმავლობაში პირადად შეხვდება.

,,ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებაა – სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან უშუალო და ინტენსიური კომუნიკაცია. მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების მოძიება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

საკონტაქტო პირი: რუსკა გონჯილაშვილი – 593 76 20 56
ელექტრონული ფოსტა: g.dokhturishvili@kvemokartli.gov.ge