რუსთავში, ,,ქართლი ტექსტილის” სამკერვალო საწარმოს ტერიტორიაზე ორი ავტობუსი დაიწვა.
საწარმოს თანამშრომლების თქმით, ცეცხლი გაჩერებულ ავტობუსს გაუჩნდა და გვერდით მდგომ ავტობუსზეც გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფის რამდენიმე ეკიპაჟი, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
TV4-ის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებში არავინ იმყოფებოდა და დაშავებულებიც არ არიან. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და გამოძიება დაადგენს.