ქვემო ქართლში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა

ბოლო კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში 15 000-მდე ტესტი ჩატარდა და კოვიდ ვირუსის 1 022 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო კვირის დადებითობის მაჩვენებელი 7,0%-ია.  დღეს ქვემო ქართლში 80 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

რაც შეეხება რუსთავს, ბოლო ერთ კვირაში ქალაქში კოვიდვირუსი 487 პირს დაუდასტურდა, როცა წინა კვირის მაჩვენებელი 362 იყო. ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევების მატება მომავალ კვირაშიც არის მოსალოდნელი.

ვაქცინაციის მაჩვებელი ქვემო ქართლის რეგიონში შემდეგია: 1 დოზით აცრილია სულ 85 001 ადამიანი,  სრულად ვაქცინირებულია 72 231 ( სამიზნე 60%-ის 37,8%), ბუსტერ- დოზა ჯამში მხარეში 2 503-მა  მოქალაქემ გაიკეთა.

რუსთავში 1 დოზით აცრილია 36 975 პირი, სრულად ვაქცინირებულია 33 447 (სამიზნე 60%-ის 58,8%), ბუსტერით აიცრა- 1 671 მოქალაქე.