წალკის საფეხბურთო კლუბი ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს

სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი “ეძანი” პროფესიონალურ, მე-5 ლიგის თამაშებში ჩართვას გეგმავს. როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში წერია,  კლუბს  ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა კლუბის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და კერძოს პირების დახმარებით განვითარებას არ წყვეტს. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კლუბს სწორედ ფინანსური რესურსი ესაჭიროება.

“კლუბს აქვს ადამიანური რესურსი, რომ ითამაშოს პროფესიონალურ ლიგაში, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ ახერხებს შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას, რადგანაც მხოლოდ წლიური საწევრო 7000 ლარს შეადგენს.

თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც სპორტი მნიშვნელოვანია, ვისაც ადარდებს თითოეული ფეხბურთელის ბედი, რომლებიც მთელი ორი წელია სრულიად უფასოდ იცავენ წალკის ღირსებას და წარმატებით ასპარეზობენ ყველა ჩემპიონატზე; თითოეულ ჩვეულებრივ პიროვნებას, ადგილობრივ ბიზნესს თუ ქველმოქმედ ადამიანს, არამარტო წალკელს, შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენ განვითარებაში, თუ გაგვიწევთ ფინანსურ მხარდაჭერას. თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიწყებთ მასშტაბურ საქველმოქმედო აქციებს. უმორჩილესად გთხოვთ, მოგვეცით საშუალება მთელ საქართველოს დავუმტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები.

გვაქვს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი.

ჩვენი ფონდის ანგარიშია :

GE95BG0000000525971997GEL

დანიშნულებაში დაწერეთ: შემოწირულობა.

წინასწარ გიხდით მადლობას”- წერია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.