რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა. როგორცTV4-ს ქალაქის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მოიმატა მიმართვიანობამ როგორც ტესტირებაზე, ასევე დადასტურებულმა შემთხვევებმა.
ექიმის, მაია ავალიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 კოვიდპაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა. კლინიკაში არიან პაციენტები სხვა ინფექციური დაავადებებითაც.