საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია “ბზიკების” კონცერტი და ილუზიონისტის შოუ გაიმართა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
სტუმრების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ჯგუფმა„ნიუტონმა“ იზრუნა. ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩტარდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.