“გავიგუდემ” უწყებას კიდევ ერთი წერილი მისწერა

სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოძრაობამ წერილი რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის” სამუშაო ჯგუფის წევრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიას გაუგზავნა.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სამუშაო ჯგუფი უფრო უნდა გააქტიურდეს და მოსახლეობას უნდა გააცნოს, რა კეთდება ქალაქში ჰაერის პრობლემის მოსაგვარებლად. “გავიგუდეთ” სამუშაო ჯგუფის წევრებს თხოვნით მიმართავს, წინასწარ აცნობონ შეხვედრის შესახებ, რომელზეც გასული წლის წლიური ანგარიში უნდა წარადგინონ.